წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსის მეოთხე სართულზე აივანი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ქალი დაშავდა. წალენჯიხის მერის მოადგილის თამარ ბელქანიას ინფორმაციით, დაშავებულს მძიმე მოტეხილობები აქვს და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
"რამდენიმე წუთის წინ კოსტავას ქუჩაზე, 50 წლამდე ქალი აივანზე გავიდა, უეცრად აივანი ჩამოინგრა და ჩავარდა ქვედა სართულზე, მძიმე დაზიანებები აქვს ქალს მიღებული და გადაყვანილია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში. ქალაქ ჯვარში ბევრი ავარიული შენობაა, რომელთა რეაბილიტაციაც აუცილებელია, თუმცა სახელმწიფო შესაბამის თანხებს არ გვაძლევს,"- უთხრა რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ.
შემთხვევა ქალაქ ჯვარში, დაახლოებით, დღის პირველ საათზე მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები