გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 20 აპრილიდან საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
"მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს."- ვკითხულობთ გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები