წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, კორპუსის აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული მოქალაქე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა ნინო ვიბლიანმა და დავით კუხალეიშვილმა,
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოინახულეს.
მკურნალი ექიმის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის პრესსამსახური ავრცელებს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, კოსტავას ქუჩაზე, მრავალბინიანი კორპუსის მეოთხე სართულზე აივანი დაახლოებით დღის პირველ საათზე ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 50 წლამდე ქალი დაშავდა. დაზარალებულს მძიმე მოტეხილობები აქვს და ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამავე თემაზე:
ჯვარში აივანი ჩამოინგრა - დაშავებულია 50 წლამდე ქალი
მასალის გამოყენების პირობები