შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სამეგრელო - ზემო სვანეთში 2023 წლის პირველ კვარტალში 22 254 ვიდეო ჯარიმა დაფიქსირდა.
იანვრიდან აპრილის ჩათვლით ჯარიმის სახით დარიცხულმა თანხამ 1 069 810 ლარი შეადგინა.
შსს-ს მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 8 044 ვიდეო ჯარიმა გაფორმდა.
ზუგდიდის მერიამ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის ახალი კომპლექტი გასულ წელს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეიძინა. ჯამში 169 კამერის შესაძენად 2 684 000 ლარი დაიხარჯა. მათი ნაწილი უკვე ექსპლუატაციაშია შესული.
ამავე თემაზე:
გასულ წელს სამეგრელო - ზემო სვანეთში 88 884 ვიდეო ჯარიმა დაფიქსირდა
24 მარტიდან ზუგდიდში ე.წ "ჭკვიანი კამერები" ამოქმედდება
რას ფიქრობენ ადგილობრივები ზუგდიდში 170-მდე ახალი "ჭკვიანი" კამერის ამოქმედებაზე (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები