NDI-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 43-43% დადებითად და უარყოფითად აფასებს , 11%-მა კი არ იცის.
კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მთავრობის საქმიანობის მიმართ ყველაზე კრიტიკულად ახალგაზრდა მოქალაქეები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.
NDI-ს კვლევით ირკვევა,რომ მთავრობის საქმიანობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი შემცირებულია.
გამოკითხულთა 17% პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 41% საშუალოდ, 28% კი ცუდად.
პრემიერ-მინისტრის საქმიანობას 30% აფასებს დადებითად, 31% საშუალოდ, 28% კი ცუდად. პარლამენტის საქმიანობას კი 13% აფასებს დადებითად, 30% საშუალოდ; 37% კი, უარყოფითად.
NDI-მ გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია
მასალის გამოყენების პირობები