გარემოს ეროვნული სააგენტოს სინოპტიკოსების პროგნოზით, სამეგრელოს მთელ ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი 15 მაისამდე შენარჩუნდება. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით,
საშუალო ტემპერატურა მომდევნო კვირის განმავლობაში 16-18 გრადუსი იქნება.
"სამეგრელოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება ნალექიანი ამინდი. ხვალ ზუგდიდში შეიძლება გამოიდაროს, თუმცა ღრუბლიანი ამინდი დარჩება. ტემპერატურა 14 მაისამდე საშუალოდ 16-18 გრადუსი იქნება. სამეგრელოს ტერიტორიაზე მთელ 15 მაისამდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,"- უთხრა რადიო "ათინათს" სინოპტიკოსმა ნინო წვერავამ.
მასალის გამოყენების პირობები