სამეგრელოში, 14 წლის გოგონას გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამისა და მეზობლის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინათ.
ადვოკატების ინფორმაციით, სამეგრელოში მომხდარ მძიმე დანაშაულში ბრალდებული 47 წლის და 28 წლის მამაკაცები დუმილის უფლებას იყენებენ და თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
სამეგრელოს პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით 2 პირი 9 მაისს
დააკავა.1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული მამა და მეზობელი ბრალს არ აღიარებენ
სამეგრელოში მამას შვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ
მასალის გამოყენების პირობები