ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 13 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ მეზობელს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროცესი დახურული იყო, რადგან ჩადენილია სქესობრივი დანაშაული, რომელშიც არასრულწლოვანი ფიგურირებს.
დაცვის მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდებული ტ.თ ბრალს არ აღიარებს.
სამეგრელოს პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით მოზარდის მამა და მეზობელი 9 მაისს
დააკავა.
1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული. დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამავე თემაზე:
შვილის გაუპატიურებისთვის დაკავებულ მამას წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
მასალის გამოყენების პირობები