ამერიკის ელჩმა რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ისაუბრა. კელი დეგნანის თქმით, არავის სჯერა, რომ პუტინი საქართველოს მოქალაქეებზე ზრუნავს.
მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი რუსი ვიზიტორის შემოსვლის მიზეზი გახდეს, რუსეთის ხელისუფლება კი საკუთარი მოქალაქეების სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნას იქ შეჭრის მიზეზად იყენებს.
" ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი ვიზიტორების შემოსვლა. თუკი პუტინი მართლაც ზრუნავს საქართველოს მოსახლეობაზე, მან უნდა გაიყვანოს ჯარი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის 2008 წლის შეთანხმება და უკან წაიღოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. ეს იქნებოდა გულწრფელი ნიშანი და ჟესტი. ყველას ახსოვს, რომ 2008 წელს რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, 1979 წელს ის ანადგურებდა ქართულ ენას, შეურაცჰხყოფდა ეკლესიებს, მისი სამიზნე ომის დროს უკრაინაშიც და საქართველოშიც იყო საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფოები და ბავშვები. ძალიან უცნაურია, რომ ასეთი სისხლიანი რეჟიმის ამ გადაწყვეტილებას ვინმე მიესალმოს",- განაცხადა დეგნანმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება 10 მაისს გამოაცხადა. ბრძანება ძალაში 15 მაისიდან შედის. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში ჩასვლა 90 დღით შეეძლებათ უვიზოდ.
გარდა ამისა, უქმდება აკრძალვას რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენაზე.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის ივლისიდან შეწყვიტა.
მასალის გამოყენების პირობები