ლესიჭინეს სკოლის კურსდამთავრებულებს ბოლო ზარის აღნიშვნისას, ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარია შეემთხვათ. რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მანქანა გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა. ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დაშავებულს თავის მსუბუქი ტრავმა აღენიშნებოდა და კლინიკა უკვე დატოვა.
"სულ რვა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. მშობლებთან ერთად იყვნენ წასულები, საჭესთანაც სრულწლოვანი იჯდა. დაშავებული მხოლოდ ერთი ბიჭია, კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ მალევე გამოწერეს, სხვა არავინ დაშავებულა,"- გვითხრა ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლია ჯალაღონიამ.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობდნენ.
მასალის გამოყენების პირობები