ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის ფანჯრებიდან ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მაია კალანდია ავრცელებს.
მისი თქმით, ენმ-ს კაბინეტიდან დროშები საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ - ერთმა ხელმომწერმა გია მამფორიამ გადმოფინა.
"რა დამაძინებდა წუხელ, შვებულებაში ვარ, არ ვარ საქართველოში და რაც გავიგე, რომ ევროკავშირის დროშები ,,დაავიწყდათ'',
საქართველოს დამოუკიდებლობა ფიქციაა ევროკავშირის გარეშე, სამეგრელო-ზემო-სვანეთის რწმუნებული-გუბერნატორის სახელმწიფო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის, ენმ-ს კაბინეტებიდან გადმოფენილია ევროკავშირის დროშები.
ვინ, თუ არა გია მამფორია, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელისმომწერი!"- წერს მაია კალანდია სოციალურ ქსელში.
კალანდია ზუგდიდელებს მოუწოდებს შეუერთდნენ აქციას და საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ევროკავშირის დროშები გადმოფინონ.
მასალის გამოყენების პირობები