გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში არასანქცირებული ხის საამქროები აღმოაჩინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში - ახუთსა და სარაქონში არარეგისტრირებული,
ლენტური და ცირკული ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენეს.
უწყების ინფორმაციით ახუთში აღმოჩენილ საამქროში ამოღებულია ალვის ხის 7 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე - ტყე და 1 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტიც (ფიცარი).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით სამეგრელოში გამოვლენილი ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
მასალის გამოყენების პირობები