იანვარ-მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში 7 ბავშვზე იძალადეს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტი ოჯახში ძალადობის, 2023 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს.
უწყების ინფორმაციით, სამეგრელო - ზემო სვანეთში ოჯახში ძალადობისთვის 191 ადამიანზე 102 შემაკავებელი ორდერი გაიცა.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ 2023 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით, სამეგრელო - ზემო სვანეთში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 7 არასრულწლოვანი აღირიცხა. აქედან 2 ბიჭია, 5 კი გოგონა. ამასთან, სტატისტიკით, 79 მოძალადიდან ერთი არასრულწლოვანია.
ძალადობაში ბრალდებულთა საერთო რიცხვი 95-ს შეადგენს. აქედან 79 მამაკაცია,16 კი ქალი.
მასალის გამოყენების პირობები