ზუგდიდის სასამართლო დაკეტილია - შენობაში ნაღმთან დაკავშირებით შეტყობინება შევიდა
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს შენობა დაკეტილია, შიგნით არცერთი თანამშრომელი არ იმყოფება. ეს უკავშირდება შეტყობინებას,
რომელიც რადიო "ათინათის" ინფორმაციით, სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე მოვიდა, შენობაში ბომბის არსებობასთან დაკავშირებით.
ადგილზე იმყოფება ზუგდიდის პოლიციის უფროსი. მისი თქმით, ელოდებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს, რომლებიც სამუშაოებს ჩაატარებენ უშუალოდ შენობის შიგნით.
"კონკრეტულ შეტყობინებასთან დაკავშირებით რეაგირება განვახორციელეთ, გამოძახებულია შესაბამისი სამსახურები, შენობა ცარიელია, მოხდა ყველა თანამშრომლის ევაკუირება,"- უთხრა ჟურნალისტებს ზუგდიდის პოლიციის უფროსმა ირაკლი ფაცაციამ.
შეტყობინება ნაღმის არსებობის შესახებ სხვა სასამართლოებშიც მიიღეს.
მასალის გამოყენების პირობები