მაისში სამეგრელო - ზემო სვანეთში ხე - ტყის უკანონოდ მოპოვების 25 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით,
სამეგრელო-ზემო სვანეთში უკანონო ტყითსარგებლობის 25 ფაქტი გამოვლინეს. ყოველთვიურ სტატისტიკას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით გასულ თვეს, საქართველოს მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის 216 ფაქტი აღირიცხა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 410 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ხე-ტყე.
მასალის გამოყენების პირობები