ზუგდიდის კლინიკაში დაიღუპა ბავშვი, რომელიც ჰამაკიდან ჩამოვარდა
ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ხუთი წლის ბავშვი დაიღუპა.
რადიო “ათინათის” ინფორმაციით, მცირეწლოვანი საავამდყოფოში მძიმე დაუდგენელ შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს და შეყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
მანამდე, ჩვენი ინფორმაციით, 5 წლის ბავშვი გურიაში, ლანჩხუთში ჰამაკიდან ჩამოვარდა, თუმცა ექიმებმა ოჯახს უთხრეს, რომ მას მხოლოდ ფეხის დაზიანება აღენიშნებოდა. მოგვიანებით, ის წალენჯიხაში ბაბუის დაკრძალვაზე ჩაიყვანეს, სადაც შეუძლოდ გახდა. სწორედ წალენჯიხიდან შეიყვანეს ზუგდიდის საავადმყოფოში მცირეწლოვანი. მის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ბავშვი გურიაში, საკუთარ სახლშია დასვენებული.
მასალის გამოყენების პირობები