მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია კანიონის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 8 400 ლარს დახარჯავს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მომსახურების შემსრულებელი კომპანია ვალდებულია მარტვილის კანიონის შესასვლელთან არსებული სივრცე მძიმე ტექნიკით მოასწოროს, ასევე, უნდა მომზადდეს ქვაფენილის საფუძველი ქვიშით და ღოღრით, შესასვლელი ბილიკი კი ქვაფენილის ფილებით უნდა მოეწყოს.
მარტვილის კანიონის მიმდებარედ დამონტაჟდება ახალი მცირე ზომის სამი ლამპიონი, ამ მომსახურებასაც იგივე მიმწოდებელი შეასრულებს.
წინადადებების მიღება 2 ივნისს დასრულდა. ერთადერთი შეთავაზება ინდივიდუალურმა მეწარმე ილია ჭედიშვილმა გააკეთა. მომსახურებისთვის მერიას 8 560 ლარიანი ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა პრეტენდენტმა 160 ლარით ნაკლები მოითხოვა. დოკუმენტაციის მიხედვით სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
მასალის გამოყენების პირობები