"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფოთის რაიონული ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ქალაქი ზღვის სეზონს მოუმზადებელი ხვდება და სანაპირო ზოლის მიმდებარედ არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ.
"ენმ-ს" წევრები განმარტავენ, რომ მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის 8 მილიონი ლარი დახარჯა, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლების ფიქრობენ, რომ სამუშაოები არაჯეროვნად შესრულდა.
"8 მილიონამდე დაიხარჯა მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისთვის და ეს რეაბილიტირებული ინფრასტრუქტურა არის სავალალო მდგომარეობაში. საშხაპეები და სველი წერტილები უფუნქციოა. სტუმარს ელემენტარული პირობები არ ხვდება. წელსაც უდიდესი პოტენციალის მქონე საზღვაო ქალაქი სრულიად მოუმზადებელი და მოუწესრიგებელი ხვდება საზღვაო სეზონს", - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის წევრმა" არჩილ გულორდავამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები