სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უამინდობა მომდევნო კვირამდე შენარჩუნდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში რადიო "ათინათს" უთხრეს,
რომ სამეგრელოში, სავარაუდოდ, 24 ივნისიდან გამოიდარებს. ხვალ, შესაძლოა, წვიმა დროებით შეწყდეს, თუმცა 19 ივნისიდან 22 ივნისს ჩათვლით ნალექია მოსალოდნელი.
"ხვალ შესაძლოა წვიმამ დროებით გადაიღოს, 18 ივნისს დღის განმავლობაში მცირე ნალექია მოსალოდნელი, 19 ივნისს გამოდარებას ველოდებით. 20-21-22 ივნისსაც წვიმაა მოსალოდნელი. ტემპერატურა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკლებს,"- უთხრეს რადიო "ათინათს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები