ხვალიდან რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული სპეციალური რეჟიმი იცვლება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით 17 ივნისიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების დრო 3 საათით გახანგრძლივდება
და 06:00 საათიდან 21:00 საათამდე იქნება დასაშვები.
მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის კი რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
უწყების ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი. გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე კი მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
მასალის გამოყენების პირობები