ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე, ზესტაფონის მონაკვეთთან, მიწისა და ქვა-ღორღის ჩამოშლის გამო ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდა.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 169 კმ-ზე ( რიკოთის მონაკვეთი) ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ადგილზე ჩამოსულმა მიწის შვავმა შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლა", - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
ამავე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს აქტიური გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში სრულად აღდგეს ტრანსპორტის მოძრაობა.
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მასალის გამოყენების პირობები