წალენჯიხაში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფლებში ნაგურუსა და საჩინოში შესასვლელი ხიდი დააზიანა.
წალენჯიხის მერის მოადგილის ინფორმაციით, 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია, არ არსებობს შემოვლითი გზაც. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საჭირო მძიმე ტექნიკის მობილზება სამეგრელო - ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციამ უნდა მოახდინოს.
ძლიერი წვიმის შედეგად ასევე დაზიანებულია შიდა საუბნო გზები და დატბორილია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების უმეტესობა.
"ნაგურუსა და საჩინოში შესასვლელ ხიდს წყლის ძლიერმა ნაკადმა საყრდენი გამოაცალა, 12 ოჯახი მოწყვეტილია გარესამყაროს, მისასვლელად შემოვლითი გზაც არ არის. სამხარეო ადმინისტრაცია უკვე ინფორმირებულია და ველოდებით მძიმე ტექნიკის მოვლას, ჩვენი რესურსებით უკვე ვმუშაობთ,"- უთხრა რადიო "ათინათს" წალენჯიხის მერის მოადგილემ ვანო ბურდულმა.
სტიქიის მიერ მიყენებულ ზინას მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ადგილზე ეცნობიან, უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
მასალის გამოყენების პირობები