პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცხოველებისადმი ძალადობისთვის სასჯელის გამკაცრებას.
სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომითი ვადით 120-იდან 240 საათამდე, შინაპატიმრობის ვადით 6 თვიდან 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით - 2 წლამდე
ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ანდა სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით - 1-დან 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 1-დან 3 წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები