ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, ივნისის თვეში, ქვეყნის მასშტაბით უაქციზო თამბაქოს ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა - გადაზიდვის 119 ფაქტი გამოავლინა.
ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯამში ამოღებულია 13 081 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
"65 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1552 მუხლის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები ქვემდებარეობის მიხედვით სასამართლოს გადაეგზავნა.
3 ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა, ხოლო დანარჩენი 51 ფაქტი ჩაითვალა არაიდენტიფიცირებულ შემთხვევად და შედგა ამოღების ოქმები,"- ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი.
მასალის გამოყენების პირობები