"მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ დატოვოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები" - ეუთო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 30-ე წლიურ სხდომაზე ვანკუვერის დეკლარაცია მიიღო. გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან,
აფხაზეთიდან და ცხინვალიდან, დაუყოვნებლივ გაიყვანოს სამხედრო ძალები ევროკავშირის შუამდგომლობით, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად.
4 ივლისს მიღებულ დეკლარაციაში ხაზი გაესვა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას და საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
განკარგულების ავტორები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოფიციალური ოკუპაციის გამო და გმობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ოკუპაციით გამოწვეული ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას.
მასალის გამოყენების პირობები