ახალი ამბები
2022 წელს ფოთის საკრებულოს 35 წევრიდან სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია 11 წევრს - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წელს გაწეულ საქმიანობას აფასებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მერე გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ფოთის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, არ გამოვლენილა საკრებულოს რეგლამენტისა და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები.

თI-ის შეფასებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საკრებულოს სხდომათა საორგანიზაციო მხარე, განსხვავებით 2020 წლისაგან, 2022 წელს სულ 14 სხდომა ჩატარდა, რომელთაგან მხოლოდ ორი იყო რიგგარეშე. გასულ წელს კი საკრებულომ 53 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 42-ის ავტორი ქალაქის მერი იყო, 11 დადგენილება კი საკრებულო ცალკეული კომისიების ინიციირებით მიიღეს, ერთადერთი ფრაქცია, რომელმაც გასულ წელს ინიციატივა არ ჰქონია "ფოთი საქართველოსთვისაა".

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ფრაქციათა მიერ გაწეული საქმიანობის მინიმალური მაჩვენებლის ფონზე, შეუსაბამოდ დიდია მათ ფუნქციონირებაზე გაწეული ხარჯები, რომელმაც ჯამში 416,286 ლარი შეადგინა.

ანგარიშში ყურადღება გამახვილდა ფოთის საკრებულოში არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაზეც. თI-ის ინფორმაციით საბჭოს 2022 წელს, წინა პერიოდის მსგავსად, არ განუხორციელებია როგორც სამართლებრივი აქტების ანალიზი, ასევე ექსპერტიზა საკანონმდებლო აქტების პროექტებზე.

"შემცირდა საკრებულოს სხდომების გაცდენის მაჩვენებელი, 2022 წელს საკრებულოს წევრებმა საკრებულოს სხდომები 50-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 46-ჯერ არასაპატიო მიზეზით. კომისიების სხდომების გაცდენის 133 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 124-ჯერ არასაპატიო მიზეზით;

საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი - 9 სხდომა არასაპატიო მიზეზით ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მიხეილ ფირცხალავამ გააცდინა, არასაპატიო მიზეზით საკრებულოს სხდომის გაცდენების რაოდენობით ლიდერებს შორის არიან ამავე ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია (8 გაცდენა) და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა ჩაგანავა (7 გაცდენა);

საკრებულოს წევრთა შორის კომისიის ყველაზე მეტი (27) სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინა ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ პაატა ჩაგანავამ. კომისიის სხდომის არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობით ლიდერებს შორის არიან ამავე ფრაქციის წევრი ლაშა რუხაია (14 გაცდენა) და ფრაქციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია (12 გაცდენა). ჩვენი ინფორმაციით, ლაშა რუხაია უკრაინაში მოხალისედ იბრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ.

2022 წელს ფოთის საკრებულოს 35 წევრიდან სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია საკრებულოს 11 წევრს, მოხსენებით არ წარმდგარა საკრებულოს 27 წევრი;

ფოთის საკრებულომ 2022 წელს 1,565,832 ლარი დახარჯა, რაც 272,032 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით;

2022 წელს შრომის ანაზღაურებაზე 1,343,413 ლარი დაიხარჯა;
საკრებულომ 102,159 ლარად შეისყიდა 31.6 ტონა საწვავი, რომლის საერთო ოდენობის 18% - 5,702 ლიტრი ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტყებუჩავამ მოიხმარა;

2022 წელს გაწეული საქმიანობისთვის გაღებული ხარჯების ასანაზღაურებლად 105,134 ლარი მიიღეს იმ წევრებმა, რომლებიც არ იკავებენ თანამდებობას. სატელეფონო კომუნიკაცია ფოთის საკრებულოს 6,683 ლარი დაუჯდა. სამივლინებო ხარჯებმა 8,843 ლარი შეადგინა,"- ვკითხულობთ ორგანიზაციის ანგარიშში.

რეკომენდაციის სახით "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს მოუწოდებს, უფრო აქტიურად ჩაერთონ საზედამხედველო საქმიანობაში და ქმედითად გაკონტროლდეს სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

"საგრძნობლად უნდა გაუმჯობესდეს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრების მაჩვენებლები. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს საკრებულოს სხდომაზე დასწრების საკითხს. საკრებულოს თითოეული წევრის მხრიდან სხდომის გაცდენის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზი უნდა იყოს გამორკვეული და სათანადო ღონისძიებებიც გამოყენებული;
აუცილებელია საკრებულოს წევრებმა აქტიურად ისარგებლონ როგორც საკრებულოს, ასევე კომისიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით, წარადგინონ მოსაზრებები განსახილველ საკითხებზე, მიაწოდონ საკრებულოს და მერიას ინფორმაცია მოქალაქეთა კონკრეტული საჭიროებების შესახებ;

მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის. ფრაქცია აქტიურად უნდა ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები ზრდის თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ.
საკრებულოს ხარჯები,"- ვკითხულობთ თI-ის ანგარიშში.

წლიურ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, თI-ის შეფასებით ამის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი დასახლებების საერთო კრებების ორგანიზებაა, თუმცა მსგავსი აქტივობა ფოთში ჯერ არ განხორციელებულა. ორგანიზაცია საკრებულოს მოუწოდებს მიმართოს მერს დასახლების საერთო კრების ჩატარების შუამდგომლობით.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
21 / ნოემბერი 2024
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
21 / ნოემბერი 2024
მექორწინე ოჯახებს შორის არსებული ეკონომიკური ვალდებულებების თვალსაზრისით უკანასკნელ მოვალეობას შეადგენდა ,,აკვნის მიყვანა“.
21 / ნოემბერი 2024
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.