მესტიის მუნიციპალიტეტს რეანომობილი ეყოლება. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ,
რომ რეანომობილს საქართველოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის ჩართულობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით შეიძენენ.
მუნიციპალიტეტის ოფიციალურ გვერდზე ასევე ვკითხულობთ, რომ მესტიის მერიის მიერ გამოცხადდა 3 მედდის ვაკანსია და 3 ვაკანტური ადგილი მძღოლის პოზიციაზე.
მესტიის მუნიციპალიტეტს რეანომობილი ამ დრომდე არ ჰყავდა. ადგილობრივმა აქტივისტებმა ამ მოთხონით
პეტიცია რამდენიმე დღის წინ შეადგინეს.
მასალის გამოყენების პირობები