სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მაისის მონაცემებით, 668 555 ადამიანი სოციალურ შემწეობას იღებს,
ჯამში სოციალურად დაუცველთა რიცხვი მოსახლეობის 25%-ზე მეტია.
სტატისტიკიდან ირკვევა, რომ სამეგრელო ზემო - სვანეთის მასშტაბით სოციალურად დაუცველთა რიცხვი ყველაზე მაღალი - 77% მესტიაშია. შემდეგ მოდის წალენჯიხა, სადაც ადგილობრივთა 38% სოციალურ დახმარებას იღებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 99 500 მოქალაქიდან 29% სოციალურად დაუცველია, იგივე მაჩვენებელია აბაშაშიც, სადაც სულ 20 800 ადამიანი ცხოვრობს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 31 500 ადამიანიდან კი სოციალურ დახმარებას 32% იღებს, სენაკში - 27%, ჩხოროწყუში კი - 26%.
მასალის გამოყენების პირობები