საქართველო ბრიტანული სამოგზაურო გამოცემა, Wanderlust-ის კონკურსში ევროპის ტურისტულად გამორჩეულ ქვეყნად დასახელდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონკურსში საქართველოსთან ერთად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებებია წარმოდგენილი.
,,გამარჯვებული გამოვლინდება ხმის მიცემის შედეგად, Wanderlust-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ხმის მიცემის დროს, ავტომატურად ჩაერთვებით კონკურსში, რომელშიც Wanderlust £40,000 ღირებულების პრიზებს ათამაშებს. ხმის მიცემა დაიწყო და გაგრძელდება 18 ოქტომბრამდე'', - აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.
საქართველოს მხარდასაჭერად ეწვიეთ მითითებულ
ვებ-გვერდს.
მასალის გამოყენების პირობები