ახალი ამბები
ანაკლიაში ენმ-ს შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის ზუგდიდის საკრებულოს წევრები ვერ მოხვდნენ

ანაკლიაში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა ადგილობრივებთან შეხვედრა გამართეს.


შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელთა შორის იყო ენმ-ს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, გიორგი ვაშაძე, პარტლამენტის წევრი ანა წითლიძე. სწორედ მან უთხრა რადიო „ათინათს“ რა იყო ანაკლიაში ოპოზიციური პარტიის შეხვედრის მიზანი. წითლიძე ამბობს, რომ შეხვედრა ანაკლიის პორტისა და ლაზიკის მნიშვნელობას ეხებოდა.


„ანაკლიის პორტის და ლაზიკის მნიშვნელობაზე იყო შეხვედრა და პრეზენტაცია, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ლაზიკა და ანაკლიის პორტი, რა იგეგმებოდა, რა ინვესტიციები, რეგიონულ მასშტაბთან, სამუშაო ადგილებთან ერთად ასევე ეროვნული უსაფრთხოების საკითხი არის ანაკლიის პორტის და ლაზიკის განვითარება. ვაჩვენეთ კლიპი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2012 წელს დააანონსებულ პროექტზე, როგორ უნდა ყოპილიყო. დღეს ბევრი ცდილობს ანაკლიის პორტის იდეის მიწერას, მაგრამ რეალურად ანაკლიის პორტის იდეის ხორცშესხმის დაიწყო მიხეილ სააკაშვილის პერიოდში“, - განმარტავს წითლიძე.

მისგან განსხვავებით, როგორც ზუგდიდის საკრებულოს წევრი ენმ-დან მაია კალანდია ამბობს, მას შეხვედრაზე მხარდამჭერებისთვის მიმართვის საშუალება არ მიეცა. კალანდია დასძენს, რომ ღონისძიებაზე ოპოზიციური ფრაქცია დაპატიჟებული იყო.

„ყველანი ვიყავით მიპატიჟებულები, საკრებულოს წევრები და სხვა დანარჩენებიც. მოვითხოვე სიტყვა, მივედი წითლიძესთნ და მითხრა, რომ სიტყვის გამოსვლის ფორმატი არ იყო,. თავმჯდომარესთან მივედი, ხაბეიშვილთან მითხრა, ბოლოს მოგცემ სიტყვასო, მიშას სიტყვასაც წავიკითხავთო, მაგრამ არც ის წაიკითხეს, ძველი ამბები ილაპარაკეს, ისტორის გაკვეთილები ჩაგვიტარეს და ბოლოს ხაბეიშვილმა თქვა, რომ დასრულდა შეხვედრა. შეიძლება ითქვას, დაცვის წარმომადგენლების საშუალებით მოგვიშორეს. მინდოდა მესაუბრა მიხეილ სააკაშვილზე, წარმატებებებზე, ვიტყოდი გამარჯვებაზე, რომ ერთად ყოფნა და ერთგულება გვჭირდება, რომ ოლიგარქს ვერ დავამარცხებთ ფულით და ვერც ვერაფრით, ოლიგარქის წინაშე უნდა იყო მართალი მორულურად, უნდა იყო წესიერი, პატიოსანი პოლიტიკოსი, არავის გალანძღვას არ ვაპირებდი“, - უთხრა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მაია კალანდიამ რადიო „ათინათს“.

მისი ბრალდების საპასუხოდ ანა წითლიძემ განგვიმარტა, რომ ის ამ საკითხზე კომენატრს არ გააკეთებს.

„არ მაინტერესებს ეს საკითხი,ჩემთვის მნიშვნელოვანია ღონისძიება, რომელიც ჩატარდა მიშას იდეით და თხოვნით. არ მაინტერესებს სხვა, ვინც მაგ ღონისძიებას საკუთარ წყენასა და ამბიციებზე მაღლა არ დააყენებდა. მთავარია, შეხვედრა ისე ჩატარდა, როგორც ეს უნდოდა პრეზიდენტ სააკაშვილს“, - თქვა წითლიძემ.

ოპოზოციური გაერთიანების შეხვედრა ანაკლიაში „გამარჯვების პლატფორმის“ ფარგლებში გაიმართა.





 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
29 / ნოემბერი 2024
ჩხოროწყუში მოქალაქეების ნაწილი ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ "ქართული ოცნების"
29 / ნოემბერი 2024
მოძრაობა "ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად" ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს
29 / ნოემბერი 2024
სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენელი ლევან პაპავა , ფეისბუკის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ემიჯნება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.