ბოლო სამ თვეში ავტოავარიას საქართველოში 90 ადამიანი ემსხვერპლა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში 1427 საგზაო_სატრანსპორტო შემთხვევა აღირიცხა, დაიღუპა 90, ხოლო დაშავდა 1850 მოქალაქე.
ავტოსაგზაო შემთხვევებს შორის 62 ფაქტი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოხდა.
რაც შეეხება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სახეებს, ყველაზე მეტი, 503 შემთხვევის დროს ერთმანეთს სატრანსპორტო საშუალებები შეეჯახნენ, 414-ჯერ კი ტრანსპორტი ქვეითს დაეჯახა.
მასალის გამოყენების პირობები