მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო
29 აგვისტოს ღამის საათებიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ზოგან, ხოლო დღისით საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.
სინოპტიკოსების განმარტებით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
მასალის გამოყენების პირობები