ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა უარყო ინფორმაცია ,,მინისტრის'' ინალ არძინბას გადადგომის შესახებ.
„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას სავარაუდო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე არძინბას გადადგომის შესახებ თითქმის ყველა აფხაზური საინფორმაციო რესურსი და რუსული სახელმწიფო სააგენტო ,,ტასი'' იუწყებოდა, რომ თითქოს არძინბამ თავის გუნდს პოსტის დატოვებისა და რუსეთში დაბრუნების გადაწყტილების შესახებაც აცნობა.
ამავე თემაზე:გადადგნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი და ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
მასალის გამოყენების პირობები