თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა ერთი კვირით შეიზღუდება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-
ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდ. არაგვის ხიდის მარცხენა მიმართულებით მოძრაობა ერთი კვირის განმავლობაში შეიზღუდება.
დეპარტამენტის ცნობით, ამის მიზეზია აღნიშნულ მონაკვეთზე დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები, რის გამოც, ერთი კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა იკრძალება.
მასალის გამოყენების პირობები