ყველა სტუდენტს, რომელსაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება - ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის გადაწყვეტილებით, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჩემი გადაწყვეტილებით, ყველა იმ სტუდენტს, ვისაც სტატუსი აქვს შეჩერებული, გაუნულდებათ დავალიანება და მათ შეეძლებათ, რომ აღადგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა. 40 მლნ ლარის დავალიანებაა. მინდა მივმართო ჩვენს განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს, რომ შედგეს კომუნიკაცია და სასწრაფოდ მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. მნიშვნელოვანია, სტუდენტებს მიეცეთ საშუალებ,ა კვლავ შეძლონ გააგრძელონ სწავლა”, - განაცხადა პრემიერმა.
ღარიბაშვილის განმარტებით, დაახლოებით, 30 ათასამდე სტუდენტს ფინანსური დავალიანების გამო შეჩერებული აქვს სტატუსი.
მასალის გამოყენების პირობები