ჯვარი - მესტიის ცენტრალურ გზაზე ხმაური იყო.
პოლიციამ აქციის რადენიმე მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის მანქანაში ჩასვა და გაიყვანა.
როგორც წალენჯიხის პოლიციის უფროსმა ჟურნალისტებს უთხრა, აქციის მონაწილეები სიტუაციას განარიდეს.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეს ეწერეფერდის თემის მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა. ისინი სოფელში
გზების რეაბილიტაციას მოითხოვენ. ადგილზე ელოდებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკრებულოს წევრებსა და მხარის გუბერნატორს.
ამ წუთებში აქციის მონაწილეებთან მივიდა წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა.
ადგილზე მობილიზებულია დიდი ოდენობით პოლიცია.
მასალის გამოყენების პირობები