ახალი ამბები
ზუგდიდში ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიას ჟურნალისტს გადასცემენ - მერიამ 9 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა
ზუგდიდის დადიანების სასახლის მუზეუმში "ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის მშვიდობის პრემია 2023 - ჟურნალისტებისთვის" ყოველწლიური დაჯილდოება ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზების მომსახურებისთვის შესაბამისი ტენდერი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა და აგილობრივი ბიუჯეტიდან ამისთვის 9 250 ლარი გამოიყო.

სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიებისთვის მუსიკალური პროგრამის ორგანიზება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის "ფეისბუქ" გვერდზე ღონისძიების ლაივ- რეჟიმში ტრანსლირების ორგანიზება და ხელნაკეთი სუვენირების მიწოდების უზრუნველყოფა.

ტენდერისთვის წინადადებების მიღება 17 ოქტომბერს დასრულებულა და მონაწილეობა მიიღო ერთადერთმა პრედენდენტმა "შპს ჯითი ჰოლდინგმა". სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი, თუმცა ხარჯთაღრიცხვის ჯამურ მაჩვენებელში დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი და ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტებისთვის "შპს ჯითი ჰოლდინგს" განესაზღვრა სამი სამუშაო დღე (26 ოქტომბრის ჩათვლით).

"ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემია" 2019 წელს საინიციატივო ჯგუფმა "ნდობა მშვიდობისთვის" ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დააფუძნა, რომელიც ტრადიციულად ზუგდიდში - მშვიდობის ქალაქში გაიცემა. 

"ომისა და მშვიდობის საკითხების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. შეიარაღებული საომარი მოქმედებების დროს ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ცდილობენ საზოგადოების ინფორმირებას.

გარდა უშუალოდ საომარი მოქმედებების დროს სანდო და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებისა, მედიის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ პერიოდში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისა და ნდობის აღდგენის კუთხით.

აქედან გამომდიანრე, ღირებულია ყველა იმ ჟურნალისტის როლი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა და ხელი შეუწყო ნდობის ჩამოყალიბებას და მშიდობას შეიარაღებული კონფლქიტებისა და მშიდობის თემაზე ეთიკური, მიუკერძოებელი და კონფლიქტების მიმართ მგრძნობიარე გაშუქებით.

ბერტა ფონ ზუტნერის 2023 წლის მშვიდობის პრემიის მიზანია მხარი დაუჭიროს და აღიაროს იმ ადამიანების წვლილი და ძალისხმევა, რომლებიც, კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში, მიუხედავად არსებული წინააღმდეგობებისა და სირთულეებისა, დაუღალავად მუშაობენ", - აღნიშნეს ორგანიზატორებმა "ფეისბუქ" გვერდზე.

ჟურნალისტებისთვის აპლიკაციების მიღება დასრულდება მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ხოლო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 15 ნოემბერს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ მოქალაქეები იკრიბებიან, ისინი „ქართული ოცნების“ მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადების შემდეგ გამოვიდნენ ქუჩაში, პროტესტის ნიშნად.
28 / ნოემბერი 2024
აბაშის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ ზიანი მიაყენა ადმინისტრაციულ ერთეულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი მერიის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
28 / ნოემბერი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების უფასო კვებით უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 297 744 ლარი გამოყო. ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.