ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წამლების სია, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა.
უწყების ცნობით, ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 3 200-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა.
სამინისტროს განმარტებით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ, ონკოლოგიურ, ანტიჰიპერტენზიულ, ანტიკოაგულაციურ, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებლებსა და ანტიბიოტიკებზე მოქმედებს.
„წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებულ მედიკამენტებს სრულად მოიცავს.
რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილების შედეგად, ფარმაცევტული პროდუქტის ფასი, საშუალოდ, 40%-ით შემცირდა“, - ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაციას იხილავთ
ბმულზე.
მასალის გამოყენების პირობები