საქართველოს მთავრობა ჩხოროწყუსა და ონში ჰესების აშენებას გეგმავს.
მთავრობის სხდომაზე, 2 ჰიდროელექტროსადგურის განვითარებისა და ხელშეწყობის პროექტი განიხილეს
მთვრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთი ჰესი, რომლის სიმძლავრეც 6 მეგავატამდეა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აშენდება, ხოლო მეორე ჰესის პროექტი ონის მუნიციპალიტეტში განხორციელდება, მისი სიმძლავრე 11.8 მგვტ-ს შეადგენს.
ორივე ჰესის ასაშენებლად 30 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები