ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში სარალიძეების ოჯახი დააყაჩაღეს.
გარდა იმისა, რომ წაღებულია ფული და ოქრო, ნაცემია ოჯახის რამდენიმე წევრიც. დაზარალებულების ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბიანები და შეიარაღებულები იყვნენ.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევა 10 ნოემბერს ღამით მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები