ახალი ამბები
ცვლილებები ისევ აქედან უნდა დაიწყოს - წალენჯიხაში “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავს აღნიშნავენ
წალენჯიხის კულტურის სახლში მერის გია ხარჩილავას ორგანიზებით “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც შეკრებილებს სიტყვით გამომსვლელებმა მიმართეს.

მათ შორის პირველი სწორედ ხარჩილავა იყო, რომელმაც 2003 წლის მოვლენების დროს წალენჯიხის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მუნიციპალიტეტს, როგორც ერთადერთ ოპოზიციურს, ახლაც განსაკუთრებული ფუნქცია აქვს.

„დღეს ჩვენ ავღნიშნავთ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავს, რომელიც დაიწყო  წალენჯიხიდან და მიხეილ სააკაშვილი სწორედ წალენჯიხიდან გაუძღვა მთელ კოლონას და მთელი ქართველი ერის მობილიზაციას, სულიერ ამბოხს იმ პერიოდის, შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ. ვარდების რევოლუციას მოყვა რეფორმების მთელი  ტალღა.  სახელმწიფო შეიცვალა, ჩამოყალიბდა და ამ მხრივ, მიშა სააკაშვილი არის სახელმწიფოს დამფუძნებელი და ერთ-ერთი დიდი მამათაგანი. ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო, რომელიც საინტერესო გახდა ევროპისთვის, ნატოსთვის. ჩვენ გვქონდა ძალიან მაღალი თავსებადობა ნატოსთან და ჩვენი კანონმდებლობა ახლოს მივიყვანეთ ევროკავშირთან. სწორედ ამას მოყვა ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება. ბოლო 30 წლის განმავლობაში არავის გაუკეთებია იმდენი ევროინტეგრაციისთვის, რამდენიც მიხეილ სააკაშვილს. ჩვენ ვართ ახალ ეტაპზე, იმედია, ძალიან მალე მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, შემდეგ უნდა გადავიდეთ მოლაპარაკებების ეტაპზე, მაგრამ ჩადებული გვაქვს ცხრა პუნქტიანი მოთხროვნა. "ქართული ოცნება" ამ ცხრა პუნქტიანი მოთხოვნის შემსრულებელი არ არის, ის, პირიქით, ანგრევს ყველაფერს, რაც გვაკავშირებს ევროპასთან და ევროკავშირთან, ამიტომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება და იმ გუნდით ჩანაცვლება, რომელმაც ერთხელ უკვე ძალიან ახლოს მიიყვანა ქვეყანა ევროკავშირთან და მეორედ, უკვე მის ღირსეულ წევრს გახდის“- აღნიშნა საუბრისას წალენჯიხის მერმა გიორგი ხარჩილავამ.

დამსწრეებს მიმართეს იმ ცნობილი ავტობუსის მგზავრებმა, რომელიც 20 წლის წინ წალენჯიხიდან თბილისისკენ მიხეილ სააკაშვილთან ერთად დაიძრნენ. რამინ გოგოხიამ, რომელიც მაშინ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ადგილიბრივ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, იმ სულისკვეთებაზე ისაუბრა, რაც მაშინ ხალხსა და პარტიას ამოძრავებდა. გოგოხია მიიჩნევს, რომ ახლა ენმ-ში დაპირისპირება მხოლოდ მმართველი ძალის ინტერესებში შედის და გამოსავალს ერთიანობაში ხედავს.

“ყველაფერი იბადება, იზრდება, ვითარდება, აღწევს თავის უმაღლეს წერტილს, მერე ქრება, კვდება და ეს პარტიებსაც ეხება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთა უდიდესი საქმე, მან დაამარცხა რუსული ხელისუფლება და შექმნა სახელმწიფო სტრუქტურები, ფაქტობრივად, ხელახლა შექმნა სახელმწიფო, ეს ერთი პარტიისათვის ცოტა არ არის. ეტყობა, ეს იყო მისი მაქსიმუმი და არც მიკვირს, რომ რაღაც წინააღმდეგობებია. არ უნდა იყოს ასე, იმედგაცრუებაა, მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ეს ყველაფერი ბუნებაში ხდება",  - აღნიშნა ყოფილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა რამინ გოგოხიამ.


შეხვედრაზე ძველი კადრები და ფოტოებიც აჩვენეს, მოუსმინეს სააკაშვილის ჩანაწერებსაც.

ხვალ, 23 ნოემბერს “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავია. ამ დღეს მრავალათასიანი მიტინგებისა და პროტესტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე გადადგა. მოგვიანებით, არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში “ენმ” მოვიდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / ნოემბერი 2024
ძლიერმა წვიმამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
27 / ნოემბერი 2024
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
27 / ნოემბერი 2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი და ასევე, კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, „ფინალურ ეტაპზეა“.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.