ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
27 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მარალმთიან რეგიონებში კი მოთოვს. ზღვაზე შესაძლებელია 5-6 ბალიანი შტორმული ღელვა.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, დასავლეთ საქართველოს მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშრიების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლოა, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მასალის გამოყენების პირობები