ახალი ამბები
გალის (IPRM) შეხვედრებისთვის ენგურის ხიდთან ზონას ამზადებენ
ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის ე.წ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ განაცხადა, რომ ისინი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატში შეხვედრების ზონას ამზადებენ.

„ჩვენ ვამზადებთ ზონას, რომელიც მდებარეობს ენგურის ხიდთან, ჩვენს საგუშაგოზე შესვლამდე. პირველი პუნქტი მხოლოდ შემოწმებას გულისხმობს, ყველა საბაჟო სტრუქტურის გადაკვეთის გარეშე, ზემოთ ამზადებენ ტერიტორიას, იქნება საკონფერენციო დარბაზი და იქ გაიმართება შეხვედრები. ასე გამოვა, რომ ტერიტორია აფხაზური იქნება, მაგრამ ისე ჩვენთან სრულად ვერ შემოველენ. იქ ვეცდებით ასეთ ფორმატში გავაკეთოთ, პრეტენზიები რომ დავაკმაყოფილოთ... ნორმალური დიალოგი დავიწყოთ, - აღნიშნა მან.

მანამდე სოხუმში განაცხადეს, რომ მზად არიან განაახლონ მუშაობა IPRM ფორმატში და მოამზადეს წინადადებების პაკეტი. ქართულ მხარეს ინიციატივაზე კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ აფხაზური მხარე, კონსტანტინე ფილიას თქმით, „ გასწრებაზე წავიდა“, წერს „ეხო კავკაზა“.

მიმდინარე წლის აპრილში თბილისში განაცხადეს, რომ ქართული მხარე უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამგზავრო პასპორტით შესვლაზე, როგორც ამას აფხაზური მხარე ითხოვდა. პრობლემის გადაჭრის მიზნით, აფხაზური დელეგაცია, რომელსაც ირაკლი ტუჟბა ხელმძღვანელობდა, გამოვიდა წინადადებით, რომ გალის ნაცვლად, იმავე ფორმატის შეხვედრა ე.წ. ნეიტრალურ ზონაში, მდინარე ენგურის ქვედა დინების გასწვრივ არსებულ ერთ - ერთ კუნძულზე გამართულიყო.

„ჩეგემსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში კონსტანტინე ფილიამ ასევე განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, მზად ვართ თანაბარი დიალოგისთვის“.

ჟენევის დისკუსიებზე საუბრისას კი მან თქვა: „მოდით, ჟენევის დისკუსიები აქ გადმოვიტანოთ, ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის ყველაფერი. ... იქ ჟენევაში ვერაფერი გადაწყდება“.

ფილიამ დასძინა, რომ „საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებსაც ესმით, რომ ეს გვერდი უნდა გადაფურცლონ “.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, „იძლევა სიგნალებს, რომ არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინააღმდეგ“, თუმცა მან აქვე მიუთითა, „დასავლეთის მიერ სერიოზულად დაფინანსებულ“ ოპოზიციაზე, რომელიც „ინარჩუნებს თავის კონტროლს უმცირეს მოვლენებზეც კი“.

ინფორმაციისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში, სადაც ქართული მხარე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობდა, 2018 წლიდან არ ჩატარებულა.

ივნისში, ბოლო შეხვედრაზე, აფხაზურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხის ამოღება, რაზეც ქართულმა დელეგაციამ უარი განაცხადა, რის შემდეგაც აფხაზურმა და რუსულმა მხარეებმა შეხვედრა დატოვეს. ამის შემდეგ მხარეების შეხვედრა არ გამართულა.

სხვა საკითხებთან ერთად, გალის შეხვედრების განახლების თემა, 23 ნოემბერს, სოხუმში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზეც განიხილეს.

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მუშაობის განახლების აუცილებლობაზე ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებმა, 11- 12 ივლისს, ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 58 - ე რაუნდზეც ისაუბრეს.

სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მორიგი, 59 - ე რაუნდი 2023 წლის 5-6 დეკემბერს გაიმართება.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2024
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
27 / ნოემბერი 2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი და ასევე, კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, „ფინალურ ეტაპზეა“.
27 / ნოემბერი 2024
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაცია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.