დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნისა და გამოყენებისთვის 2 პირი დააკავეს
ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, ოთხი პირი ამხილეს, ხოლო ორი კი დააკავეს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, წინასწარი შეთანხმებით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, სამშენებლო -სარემონტო სამუშაოების მომსახურებისა და სარემონტო მასალების თითქოსდა მიწოდების თაობაზე, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 514 641 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდგომ გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად”, - ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე და 185-ე და მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები