ახალი ამბები
„კანონი“ გალელებისთვის „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მასობრივად მინიჭებას გამოიწვევს, - ნადარაია
ვეტერანთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „არუაას“ ერთ-ერთი ლიდერი და გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ნადარაია აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის მიერ მიღებულ „სამოქალაქო სტატუსების შესახებ“ კანონში ცვლილებებს აკრიტიკებს. ის „დეპუტატებს“ მოუწოდებს გამოითხოვონ ცვლილებები და „დამატებითი დაცვის მექანიზმები“ შეიმუშაონ.

მისი თქმით, მიღებული „კანონი“, გვარებისა და ეროვნების მექანიკური შეცვლა, საშუალებას მისცემს გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, მასობრივად მიიღონ „აფხაზეთის მოქალაქეობა“.

ნადარაია თვლის, რომ ამ ცვლილებებით ე.წ. პარლამენტმა „ფაქტობრივად დააკანონა „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მასობრივად მინიჭება გალის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მან გაიხსენა, რომ 2022 წლის მარტში აფხაზმა „დეპუტატებმა“ მიიღეს „კანონი“, რომელიც ითვალისწინებს „აფხაზი ეროვნების აღდგენის“ შესაძლებლობას, შემდეგ კი ნაჩქარევად გააუქმეს. მისი ვარაუდით, „სახალხო კრება“ ამ საკითხს მოახლოებული „საპრეზიდენტო არჩევნების“ გამო დაუბრუნდა, რომელიც 16 თვეში გაიმართება.

„შესაძლოა, ამ ცვლილებების ინიციატორებმა გადაწყვიტეს, რომ ეს იყო უმარტივესი გზა ახალი ელექტორატის მოსაზიდად, რომელიც მათი აზრით, ხმას მისცემს მათ, როგორც კეთილისმყოფლებს“, - დასძინა მან.

ის ამბობს, რომ გალელების უმრავლესობა საქართველოსკენ იყურება და მის პოლიტიკას ატარებს აფხაზეთში, რასაც ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები, განსაკუთრებით, უფასო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა.

„ასობით ჩვენი თანამოქალაქე ამ პროგრამით სამკურნალოდ საქართველოში მიდის“, - წერს ის.

ნადარაია მიიჩნევს, რომ გალის რაიონის მაცხოვრებლებმა უნდა ისწავლონ „მშობლიური მეგრული“ და „სახელმწიფო“ აფხაზური ენები და არა „ბერიასა და სტალინის დროიდან თავსმოხვეული“ ქართული ენა.

„არუაას“ წევრი ამბობს, რომ გალის მოსახლეობა ახლა „საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობს“ და მათი უმრავლესობის სახლებშიც კი „საათი არა სოხუმის, არამედ თბილისის დროს უჩვენებს“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტის დეპუტატებმა „სამოქალაქო სტატუსის აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეიტანეს, რომელიც „აფხაზური ეროვნების აღდგენის“ უფლებას ითვალისწინებს.

ამავე ცნობით, მიღებული ცვლილებების ინიციატორი აფხაზი ოპოზიციონერი კან კვარჩია იყო. კანონის მიღებას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე ყველა „დეპუტატმა“.





Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.