დღეს, 20 დეკემბერს, მესტიაში 2023-2024 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე განმარტებით, მესტია-ჰაწვალისა და ჰაწვალი-ზურულდის დამაკავშირებელი საბაგიროები დამსვენებლებს 10:00-დან 16:00 საათამდე - მიიღებენ.
რაც შეეხება თეთნულდის სასრიალო არეალს, გაიხსნა საბაგიროები: ჩვაბიანი და ჯუმბერ კახიანი.
მერიის ცნობით, აბონემენტები ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში.
მასალის გამოყენების პირობები