ახალი ამბები
ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას სოხუმში "პარლამენტმა" დაუჭირა მხარი
ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა გამთენიისას მოახდინა ბიჭვინთის აგარაკების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. ამის შესახებ დე ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა ლაშა აშუბამ "პარლამენტის" შენობასთან 26 დეკემბრის საღამოდან შეკრებილ დოკუმენტის მოწინააღმდეგეებს აცნობა, წერს "ეხო კავკაზა".

"ყველანი ვღელავდით ამ ვითარების გამო. პარლამენტის დეპუტატებიც ძალიან განიცდიდნენ. დღეს ჩვენ რამდენიმე დელეგაცია მივიღეთ, ამ შეთანხმების მიღების რამდენიმე შესაძლებლობა განვიხილეთ რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის. პირველი საკითხი დაკავშირებულია კოორდინაციასთან, რუსეთის მხარის მიერ იყო მიღებული და ჩვენ ჩაგვბარდა დარჩა "მესამე პირებთან" დაკავშირებული საკითხი. შედგა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შესაბამისი შეხვედრა, რომელზეც ჩვენ კონსენსუსზე დამყარებული დოკუმენტი მივიღეთ, ესენია ცვლილებები შესაბამის კანონებში, საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ კანონში, სამოქალაქო კოდექსში და სპეციალურ კონსტიტუციურ კანონში, რომელიც კონკრეტულად სახელმწიფო აგარაკის გადაცემას შეეხება, სადაც მითითებულია, რომ ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უქმდება და საკუთრება უბრუნდება აფხაზეთის რესპუბლიკას, ასეთი გადაწყვეტილება განიხილეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე", - თქვა აშუბამ.

მისი სიტყვებით. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩაერთო პარლამენტი საკითხის განხილვაში.

"დეპუტატებს არ სურდათ კენჭისყრა მხოლოდ შეცვლილ კოორდინატებზე, მოგვიანებით მივიდნენ კონსენსუსამდე, რომ დეპუტატები ხმას მისცემდნენ შეთანხმებას შეცვლილი კოორდინატებით და იმ პირობით, რომ ობიექტის მესამე მხარისთვის გადაცემა იქნება დაუშვებელი. რიგგარეშე სესიაზე, რომელსაც 28 დეპუტატი ესწრებოდა, სამი კანონი მივიღეთ და 26 ხმით მოვახდინეთ შეთანხმების რატიფიცირება ( დე ფაქტო პარლამენტში სულ 35 დეპუტატია - რედ.). ყველა დოკუმენტი მივიღეთ პირველი, მეორე და მესამე დასკვნით მოსმენით", - დასძინა მან.

ე.წ. პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება მხოლოდ აფხაზეთის ტელევიზიის ჟურნალისტებს მიეცათ.

ოპოზიციონერებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა დე ფაქტო პარლამენტის გადაწყვეტილებას "სამარცხვინო" უწოდეს და მისი გაუქმება მოითხოვეს. ყოფილი "ომბუდსმენის" ასიდა შაკრილის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმურია.

"მოხდა ყველაზე საშინელი, რასაც მოველოდით, დეპუტატებმა უგულებელყვეს აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, ქვეყნის კანონები, დაარღვიეს კონსტიტუცია და კანონები. მათ დაარღვიეს ყველაფერი, რისი დარღვევაც შეიძლებოდა. პარლამენტის წევრებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება - რიგგარეშე სხდომის ღამით ჩატარების შესახებ, მათ უნდა დაესაბუთებინათ ამ სხდომის კანონიერება", - განუცხადა შაკრილმა ჟურნალისტებს.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა, რომ შეთანხმებაში ყველა საჭირო ტექნიკური შესწორება განხორციელდა "რუსეთისა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ნოტების გაცვლის გზით", რაც, მისი თქმით, "შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ზოგადი ნორმებს, ასევე ვენის 1969 წლის 23 მაისის კონვენციას საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ". 

რუსეთის ე.წ. ელჩმა მიხეილ შურგალინმა განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციისთვის იმ მიწის გადაცემას, რომელზეც ობიექტი მდებარეობს.

"ტერიტორია იჯარით არის გაცემული 49 წლით. საკუთრებაში გადავა მხოლოდ შენობები, რომელთა მოვლა-შეკეთებას რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური განახორციელებს", - განაცხადა დიპლომატმა.
მისი თქმით, "მოსახლეობის უმრავლესობისთვის ეს ობიექტი ასოცირდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელმაც არაერთხელ გამართა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო აგარაკში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან".

"აფსნიპრესის" თანახმად, შეთანხმების რატიფიცირებას 28 ე.წ დეპუტატიდან 26-მა დაუჭირა მხარი.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის შენობასთან ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციის მოწინააღმდეგეებმა შეკრება სოხუმში 26 დეკემბრის საღამოს დაიწყეს. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საკითხის განხილვა 28 დეკემბრის ნაცვლად, 27 დეკემბერს გადაწყდა.

უფრო ადრე, აფხაზურმა ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოუწოდა აფხაზ ლიდერს ასლან ბჟანიას, "პარლამენტიდან" გაიწვიოს ბიჭვინთის აგარაკის შესახებ შეთანხმების რატიფიცირების საკითხი.

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ ე.წ. შეთანხმებას სოხუმსა და მოსკოვს შორის 2022 წლის 19 იანვარს მოეწერა ხელი.

დოკუმენტის თანახმად, ბიჭვინთის ცნობილი "სახელმწიფო აგარაკი" და მის გარშემო არსებული 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთი რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში 49 წლიანი იჯარით გადადის. მასთან ერთად, ხელშეკრულება ამ მიწის მიმდებარედ, საზღვაო სივრცის, 115 ჰექტარი ფართობის გადაცემის საკითხსაც ითვალისწინებს.

დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა მოსახლეობა შესაბამისი "კანონპროექტის" რატიფიცირების აუცილებლობაში და რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებით აშინებდა მას. თუმცა, აფხაზური ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს შეთანხმებით ნაკისრი პირობების შესრულებას.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში, "მართლმსაჯულების სახლის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ბიჭვინთის შეთანხმება არის არალეგალური და ხალხის ნების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2024
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
27 / ნოემბერი 2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი და ასევე, კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, „ფინალურ ეტაპზეა“.
27 / ნოემბერი 2024
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაცია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.