ახალი ამბები
ჯიხაშკარში ადგილობრივები ჭაქვინჯის ციხის რესტავრაციას ითხოვენ
დღეს, 11 საათზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში ოცდაათზე მეტი ახალგაზრდა ჭაქვინჯის ციხის რეაბილიტაციის მოთხოვნით შეიკრიბა. მათი თქმით, ჭაქვინჯის ციხის კედლები ყოველდღე იშლება, რაც ადგილობრივებისთვის გარკვეულ პრობლემებს ქმნის, დაზიანებულია ელექტრობოძები და იქვე მცხოვრები ოჯახის ეზო.

"ჭაქვინჯის ციხე, რომელიც ჩვენს სოფელში მდებარეობს ყოველდღიურად ინგრევა და ამაზე მთავრობამ უნდა მოახდინოს რეაგირება, რაც რესტავრაციას გულისხმობს. ციხე ეროზიულ ნიადაგზეა და მისიკედლები იშლება, რაც სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით გვსურს, რომ მოხდეს მისი კონსერვაცია-რესტავრაცია", - ამბობს რადიო "ათინათთან" აქციის ორგანიზატორი იოსებ შენგელია.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა ციხეს ადრეც ჰქონდა, თუმცა ახლა წვიმების შედეგად, ჩამოირეცხა ქვები და დაინგრა კედლის ნაწილები.

"ეს ზიანს აყენებს ადგილობრივებს, საკარმიდამო ნაკვეთებში უვარდება ჩამოშლილი მასა, დენის ბოძებიც დააზიანა და ნამდვილად ქმნის საფრთხეს. ჩვენი პროტესტი მშვიდობიანია და იმედია, მთავრობა გაითვალისწინებს მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავაგრძელებთ ბრძოლას", - თქვა მან.

ის ასევე განმარტავს, რომ ადგილობრივებმა უკვე მიმართეს ზუგდიდის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილებას და ელოდებიან შესაბამის პასუხს.

"იმედს გვაძლევენ, რომ მოხდება რესტავრაცია, მაგრამ ჩვენ გვინდა დაჩქარებული წესით, რადგან დღესაც ჩამოინგრა კედლის ნაწილი და ძალიან კრიტიკული სიტუაციაა", - აღნიშნა შენგელიამ.

რადიო "ათინათმა" მიმართა ზუგდიდის მერიის პრესსამსახურს კომენტარისთვის და მოგვიანებით შემოგთავაზებთ პასუხს. 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ნოემბერი 2024
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
27 / ნოემბერი 2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტი და ასევე, კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, „ფინალურ ეტაპზეა“.
27 / ნოემბერი 2024
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ158 (სურამი-ვერტყვიჭალა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაცია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.