2023 წლის 1 სექტემბრიდან 2024 წლის 16 იანვრის ჩათვლით, საქართველოდან 36.2 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 23.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მანდარინის მოცულობა 21.4 ათასი ტონით (144%), ხოლო ღირებულება - 15.1 მლნ აშშ დოლარით (183%) გაიზარდა.
საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალშია უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.
მასალის გამოყენების პირობები