2011 წლამდე გაცემული არაელექტრონული, ე.წ ლამინირებული პირადობები უფასოდ ჩანაცვლდება ელექტრონული მოწმობებით - ID-ბარათებით. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა რატი ბრეგაძემ საკანონმდებლო
ორგანოში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ამის შედეგად მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას", - განმარტა ბრეგაძემ.
ამ კანონპროექტზე დაყრდნობით, ახალ პირადობის მოწმობებზე საიდენტიფიკაციო მონაცემები არ შეიცვლება.
ამავე თემაზე:
2024 წლიდან იგეგმება ე.წ ლამინირებული პირადობის მოწმობის გაუქმება
მასალის გამოყენების პირობები